
პროგრამის მიზანს წარმოადგენს მოსავლის ამღებ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე (ნებისმიერი ტიპის მოსავლის ამღები ტექნიკა როგორც თვითმავალი, ასევე მისაბმელი და ჩაის ხელის საკრეფი) ხელმისაწვდომობის გაზრდა.

პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას, როგორც თვითმავალის, ასევე მისაბმელის.
სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში შეადგენს არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 250, 000 ლარს.
ჩაის ხელის საკრეფი ტექნიკის შემთხვევაში - არაუმეტეს 50%-ს, არაუმეტეს 1,000 ლარს.
შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არ მყოფი), კერძოდ, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ორ პირობას:
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს ორი კალენდარული წლით ადრე.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკაზე საგარანტიო პირობები უნდა ვრცელდებოდეს განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის ვადით.

პროგრამა ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში (თვითმმართველი ქალაქების გარდა)


„ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში დასარეგისტრირებლად დაუკავშირდით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო სამსახურს ტელეფონის ნომერზე 1501.

განაცხადის რეგისტრაციის დროს მნიშვნელოვანია წარმოდგენილი იქნას დამატებითი დოკუმენტაცია
შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ თანმდევი დოკუმენტებიდან, რომელიმე იქნება გამოტოვებული განაცხადი იქნება უარყოფილი და პროცედურების გავლა განმცხადებელს მოუწევს თავიდან.

განაცხადების მიღება დაიწყება 2026 წლის 16 მარტს 12:00 სთ-ზე და გაგრძელდება ბიუჯეტის ამოწურვამდე.
